პარასკევი, 17.05.2024, 09:22
მოგესალმები სტუმარი | RSS
WWW.FIXCLAN.TK
მთავარი | სტატიების კატალოგი | რეგისტრაცია | შესვლა
Block title
Counter-Strike 
  • Tricks - ვიდეო გაკვეთილები
  • Movies - დემოები
  • Info - ბიოგრაფიები 
  • Models - სკინები 
  • Soft - პროგრამები
  • Configs - კონფიგები
  • Patch - პაჩები
  • Amx & Plugin's - სერვერ მოდები
  • Fix.Clan CW
  • CS ARSENAL
  • Servers
  • Block title
    Counter-Strike 
  • Tricks - ვიდეო გაკვეთილები
  • Movies - დემოები
  • Info - ბიოგრაფიები 
  • Models - სკინები 
  • Soft - პროგრამები
  • Configs - კონფიგები
  • Patch - პაჩები
  • Amx & Plugin's - სერვერ მოდები
  • Fix.Clan CW
  • CS ARSENAL
  • Servers
  • Block title
    Counter-Strike 
  • Tricks - ვიდეო გაკვეთილები
  • Movies - დემოები
  • Info - ბიოგრაფიები 
  • Models - სკინები 
  • Soft - პროგრამები
  • Configs - კონფიგები
  • Patch - პაჩები
  • Amx & Plugin's - სერვერ მოდები
  • Fix.Clan CW
  • CS ARSENAL
  • Servers
  • Block title
    Counter-Strike 
  • Tricks - ვიდეო გაკვეთილები
  • Movies - დემოები
  • Info - ბიოგრაფიები 
  • Models - სკინები 
  • Soft - პროგრამები
  • Configs - კონფიგები
  • Patch - პაჩები
  • Amx & Plugin's - სერვერ მოდები
  • Fix.Clan CW
  • CS ARSENAL
  • Servers
  • Block title
    Counter-Strike 
  • Tricks - ვიდეო გაკვეთილები
  • Movies - დემოები
  • Info - ბიოგრაფიები 
  • Models - სკინები 
  • Soft - პროგრამები
  • Configs - კონფიგები
  • Patch - პაჩები
  • Amx & Plugin's - სერვერ მოდები
  • Fix.Clan CW
  • CS ARSENAL
  • Servers
  • Block title
    Counter-Strike 
  • Tricks - ვიდეო გაკვეთილები
  • Movies - დემოები
  • Info - ბიოგრაფიები 
  • Models - სკინები 
  • Soft - პროგრამები
  • Configs - კონფიგები
  • Patch - პაჩები
  • Amx & Plugin's - სერვერ მოდები
  • Fix.Clan CW
  • CS ARSENAL
  • Servers
  • მთავარი » სტატიები » other » serveri?

    Rogor gavaketo Serveri?

    სანამ დავიწყებთ, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა v19 პატჩის შესახებ

    ქართულ ვებ სივრცეში მრავალი (ვიდეო) ტუტორიალი არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ გავაკეთოთ ქაუნთერის სერვერი. დავათვარიელე და ყველგან ერთიდაიგივე წერია: გადმოწერეთ ქაუნთერი amx.ge-დან. გადმოწერეთ v19 პატჩი, დააინსტალირეთ და სერვერი მზად გაქვთ + რამე მასხარა AMX by >WaNeX< და ა.შ.

    რატომ არ უნდა გამოვიყენოთ v19 პატჩი?

    ძალიან ბევრი რამის გამო, ბევრი რომ არ ვილაპარაკო ჩამოვთვლი:

    1. v19 პატჩი არის სააკმაოდ მოძველებული, თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში. დააყენეთ v19 პატჩი და კონსოლში ჩაწერეთ: version, ამოგიგდებთ ინფოს ვერსიის შესახებ და ნახავთ, რომ 2005 წლის მერე უკვე კარგა ხანი გავიდა. ძველი ვერსია ლოგიკურად ნიშნავს მეტ ბაგს (double-duck, grenade-bug, ბომბის უხმოდ დადება, კედლებში ხედვა (Wall Hack არა, წიპა Dust2-ში ტერორებიდან რომ გადიხარ დიდზე, იქ არის ერთი პატარა ხვრელივით, სადაც ხედავ კედლის იქით რა ხდება).

    2. ოფიციალურ მოთამაშეებს არ აძლევს თავიანთ ნამდვილ SteamID-ს. საერთოდ არავის არ აძლევს, არადა SteamID-ის მიხედვით შეიძლება სერვერმა გაიგოს ვინ არის Steam ქსელში დაბანული ჩეთერობის ან სხვა რამე მახინაციის გამო და არ შემოუშვას სერვერზე.

    3. სერვერი არ ჩანს Internet სერვერების სიაში. ეს ძალიან ცუდია, რადგან ეს რომ იყოს, დამთავრდებოდა IP-ზე ტვინის ბურღვები.

    4. სერვერს არ აქვს VAC, რომელიც მოთამაშეებს ადებს ბანს SteamID-ზე.

    5. სერვერი არის v47 პროტოკოლი და ახალი ვერსიის მქონე მოთამაშეები ვერ შემოდიან სერვერზე.

    ალბათ მიხვდით, რომ ახალ სერვერს ეს ყველაფერი გამოსწორებული აქვს.

    დავიწყოთ

    ინსტრუქცია შედგება რამოდენიმე ქვე-თევისგან. ესენია
    1. სერვერის განმაახლებელ / გადმომწერი პროგრამის დაინსტალირება - HldsUpdateTool და მისი განახლება;
    2. სერვერის გადმოწერა;
    3. სერვერის დაკრეკვა, რათა ყველამ შეძლოს სერვერზე შემოსვლა (Steam/Non-steam)
    4. დამატებითი პლაგინების დაინსტალირება (Metamod, Dual-Protocol, Booster და ა.შ.)

    თავი 1: სერვერის განმაახლებელ / გადმომწერი პროგრამის დაინსტალირება - HldsUpdateTool და მისი განახლება

    1.1 ვიწერთ პროგრამას სახელად HldsUpdateTool. შევდივართ საიტზე: http://store.steampowered.com/about/ , ქვევით მარჯვნივ იქნება გადმოსაწერი ლინკი „Windows HLDS Update Tool". გადმოვწერთ და დავიწყებთ ინსტალაციას.

    1.2 ინსტალაციისას ვირჩევთ ადგილს, სადაც გვინდა რომ სერვერი გაკეთდეს . 
    *ინსტალაციის დასრულებისას პროგრამა მოგთხოვთ მოუთითოთ თქვენი რეგიონი. სადაც ხართ ის რეგიონი მიუთითეთ. (საქართველოსთვის Europe).
    1.3 შევდივართ იმ პაპკაში, სადაც ზემოთხსენებული პროგრამა დავაინსტალირეთ და ვუშვებთ HldsUpdateTool.ex e -ს და ველოდებით, სანამ პროგრამა თავისით არ გაითიშება. პროგრამის გათიშვის შემდეგ HldsUpdateTool განახლებული იქნება ბოლო ვერსიამდე.
    _________________________________________________________________________________
    აქ დამთავრდა HldsUpdateTool-ის დაინსტალირება, ახლა თვითონ სერვერი გადმოვწეროთ
    _________________________________________________________________________________

    თავი 2: სერვერის გადმოწერა

    2.1 ვხსნით Command Promt-ს (CMD) და გადავდივართ იმ პაპკაში, სადაც HldsUpdateTool დავაინსტალირეთ. 

    OFFTOPIC:ვინც CMD-ში მოძრაობა არ იცის: სხვა დისკზე გადასასვლელად უბრალოდ აკრიფეთ იმ დისკის ასო და : მაგალითად: 
    C:\Users\User>D:
    D:\>

    პაპკაში შესასვლელად cd + პაპკის სახელი, მაგალითად:
    C:\Users\User>D:
    D:\>cd server
    D:\Server>

    პაპკიდან უკან გამოსასვლელად უბრალოდ cd.. მაგალითად:
    C:\Users\User>D:
    D:\>cd server
    D:\Server>cd..
    D:\>

    2.2 პაპკაში შესვლის შემდეგ კომანდში ვწერთ ესეთ რამეს:

    hldsupdatetool.e xe -command update -game cstrike –dir პაპკა, სადაც გვინდა რომ სერვერი დაინსტალირდეს

    მაგალითი:



    და ვაჭერთ Enter.

    დაიწყება სერვერის გადმოწერა. ამას ცოტახანი დასჭირდება. რომ დაამთავრებს დაწერს HLDS installation up to date ან რამე მსგავსს.


    თქვენი სერვერი მზადაა. ჩასართველად უბრალოდ ორჯერ დააჭირეთ HLDS.ex e -ს, მაგრამ მხოლოდ ოფიციალური მოთამაშეებისთვისაა. დაკრეკილები ვერ შემოვლენ 

    თავი 3: სერვერის დაკრეკვა, რათა ყველამ შეძლოს სერვერზე შემოსვლა (Steam/Non-steam)

    ჩვენ უკვე გვაქვს მზა სერვერი, რომელიც შეგვიძლია ჩავრთოთ და გამოვიყენოთ, მაგრამ მასში შესასვლელად უნდა გვქონდეს ნაყიდი ქაუნთერი, რომელიც საქართველოს მოთამაშეების 99% -ს არ აქვს. ამიტომ დაგვჭირდება ე.წ. კრეკი.

    ნუ, შეიძლება ითქვას მთლად კრეკიც არაა, უფრო „მეცნიერულ ენაზე" რომ ვთქვათ, Steam-ის ემულატორია.

    ასეთი რამოდენიმე პროგრამა არსებობს, ესენია: eSTEAMATION, Revolution Emulator და სხვები.

    ჩვენ გამოვიყენებთ Revolution Emulator, რადგან ხშირად ნახლდება და ბევრად სტაბილურია (ჩემი აზრით).

    3.1 გადმოვწეროთ ემულატორი (კრეკი):



    3.2 ჩავყაროთ ფაილები rev.ini, Steam.dll და steamclient.dll ჩვენი სერვერის პაპკაში

    3.3 სერვერის პაპკაში გავაკეთოთ კიდევ ერთი პაპკა სახელით dlls.

    3.4 dlls პაპკაში ჩავაგდოთ ეს ფაილი:


    *ეს ფაილი და ფაილი, რომელიც ემულატორს მოყვა, განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ასე რომ არ აგერიოთ!

    3.5 გავხსნათ ფაილი rev.ini და ტექსტში ვნახოთ ეს ადგილი:

    CODE 

    #ClientDLL=E:\Steam\steamclient.dll

    3.6 წინ წავუშალოთ დიეზი და E:\Steam\steamclient.dll <ამის მაგივრად დავწეროთ: dlls\steamclient.dll. 

    ანუ უნდა იყოს ესე: CODE 

    ClientDLL=dlls\steamclient.dll 

    3.7 დავასეივოთ.

    ამის შემდეგ სერვერის დაკრეკვა დასრულებულია, თქვენ სერვერზე უნდა შეძლონ შემოსვლა Steam/Non-Steam მოთამაშეებმა v48 პროტოკოლით.

    თავი 4: დამატებითი პლაგინების დაინსტალირება

    მოკლედ სერვერი მზად გვაქ, მაგრამ გვინდა, რომ დამატებითი მოდულები ჩავდგათ (AMX Mod X, Dual - Protocol, Booster და ა.შ.)


    დავიწყებ თავიდან, სერვერი "დეფაულტად" იყენებს მოდულს mp.dll (cstrike\dlls), რომელიც არ იძლევა საშუალებას მოვაწყოთ სერვერი ჩვენს გემოზე. ფაილი, რომელიც სერვერს ასწავლის, თუ რომელი ფაილი გამოყენოს მოდულად, არის liblist.gam. (თუ გაინტერესებთ გახსენით ფაილი Notepad-ით და ნახავთ ხაზს gamedll "dlls\mp.dll" )

    პირველ რიგშიუნდა დავაყენოთ Metamod, 

    Metamod არის ორნაირი, ჩვეულებრივი და P ვერსია

    ეს თქვენზა დამოკიდებული, მაგრამ მე P ვერსიას გირჩევთ

    ლინკები:

    Metamod v1.19

    Metamod-P v1.19p32

    არქივში არის ფაილი metamod.dll

    1. პაპკაში cstrike ვაკეთებთ პაპკას სახელით addons, ამ პაპკაში კი გავაკეთოთ კიდევ ერთი პაპკა: Metamod და ამ პაპკაში შევქმნათ ფაილი plugins.ini. ამ ფაილში ჩავწერთ შემდეგში იმ პლაგინების dll ფაილების მდებარეობას, რომლებსაც ვაყენებთ.

    2. აქვე ვაკეთებთ კიდევ ერთ პაპკას და ვარქმევთ dlls, მასში ჩავაგდებთ metamod.dll-ს.

    *ანუ ფაილების განლაგება უდნა იყოს ასეთი:
    cstrike\addons\metamod\dlls\metamod.dll
    და
    cstrike\addons\metamod\plugins.ini

    3. cstrike პაპკაში ვხსნით ფაილს, liblist.gam და ვნახულობთ gamedll "dlls\mp.dll"

    4. dlls\mp.dll ამას ვცვლით ამით: addons\metamod\dlls\metamod.dll

    *ანუ ხაზი უნდა გამოიყურებოდეს ასე:

    gamedll "addons\metamod\dlls\metamod.dll"

    5. ვასეივებთ.

    რომ შევამოწმოთ მუშაობს თუ არა Metamod, ჩავრთოთ სერვერი და კონსოლში ჩავწეროთ:
    meta list, უნდა გამოაგდოს მოქმედი მოდულების სია. მაგალითად ჩემთან ასეა:

    CODE 

    ] meta list
    Currently loaded plugins:
         description      stat pend  file              vers      src   load  unlod
    [ 1] AMX Mod X        RUN   -    amxmodx_mm.dll    v1.8.1.3  ini   Start ANY  
    [ 2] dproto           RUN   -    dproto.dll        v0.3.0    ini   Start Never
    [ 3] Booster          RUN   -    booster_mm.dll    v2.40     ini   Chlvl Pause
    [ 4] Fun              RUN   -    fun_amxx.dll      v1.8.1.3  pl1   ANY   ANY  
    [ 5] Engine           RUN   -    engine_amxx.dll   v1.8.1.3  pl1   ANY   ANY  
    [ 6] FakeMeta         RUN   -    fakemeta_amxx.dl  v1.8.1.3  pl1   ANY   ANY  
    [ 7] CStrike          RUN   -    cstrike_amxx.dll  v1.8.1.3  pl1   ANY   ANY  
    [ 8] CSX              RUN   -    csx_amxx.dll      v1.8.1.3  pl1   ANY   ANY  
    [ 9] Ham Sandwich     RUN   -    hamsandwich_amxx  v1.8.1.3  pl1   ANY   ANY  
    9 plugins, 9 running

    მეტამოდის დაყენება დასრულებულია, ახლა გაჩვენებთ როგორ უნდა დააყენოთ რიგითი, უბრალო მოდული, მაგ Booster.


    ყველა მოდულს აქვს თავისი dll ფაილი, ეს dll ფაილი უნდა დაინახოს metamod-მა, რათა აამუშაოს იგი.

    მაგალითად გვაქვს პლუგინი david და მისი dll ფაილი არის win_david.dll
    Metamod-ის პაპკაში ვხსნით ფაილს plugins.ini და იქ ვწერთ ესეთ რაღაცას:

    win32 addons\David\win_david.dll (ან ი ადგილი, სადაც პლუგინის dll ფაილი არის განლაგებული. ვსო, მზადაა

    ვისაც წვალება გეზარებათ ან რამე ვერ გაიგეთ გადაწერეთ

    DOWNLOAD

     სტატია აღებულია forum.ge -დან
    ტუტორიალის ავტორი - ფორუმელი goshia 
    კატეგორია: serveri? | დაამატა: avchala96 (10.04.2010)
    ნანახია: 1424 | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ძებნა
    Block title
    Block content
    ჩანაწერების არქივი
    Block title

    Copyright MyCorp © 2024